საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს. განცხადება გედევან ფოფხაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
დეპუტატის თქმით, მისი და საპარლამენტო უმრავლესობის დანარჩენი წევრების პოზიციები ერთმანეთს დღითიდღე შორდება.
“მე შეიძლება ეს ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ. აქ საუბარი არის ვინ ვის დაასწრებს. გამრიცხავენ, თუ მე თვითონ წამოვალ ეს არის ფორმალური ნაწილი. იმედი მაქვს, რომ დასწრებაზე არ დადგება საქმე, მოგვეცემა საშუალება, რომ ბოლომდე შევჯერდეთ, ბოლო ბოლო ამდენი წელი ერთად ვიყავით და რაღაცა კოლეგიალურობა უნდა დავიცვათ. იმედი მაქვს, რომ ჭიჭინაძის მაგალითს არ გაიმეორებენ, იმიტომ, რომ ძალიან უღირსად მოექცნენ მაშინ დათოსთან მიმართებაში“, - თქვა ფოფხაძემ.