პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი ქართველ მოჭიდავეს, ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა და ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, სპორტსმენისგან ინფორმაცია მოისმინა.
„ზურაბ დათუნაშვილთან შეხვედრისას ჩვენს შორის საკმაოდ გულწრფელი საუბარი შედგა. მინდა ავღნიშნო, რომ ჭიდაობის ფედერაციაში არსებული დაპირისპირება, რაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, კონფლიქტის კულმინაციას წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ ფედერაციაში მმართველობის კუთხით სიღრმისეული პრობლემებია და ბევრი მიდგომაა შესაცვლელი, რათა ყველა სპორტსმენს შეეძლოს სრულყოფილად და მაქსიმალურად წარმატებით მოღვაწეობა. ვალდებულებად ვთვლი გამოვიყენოთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია და სამინისტროსთან ერთად დავიწყოთ მოკვლევა ჭიდაობის ფედერაციაში, რათა გაჯანსაღდეს სიტუაცია და ზურაბ დათუნაშვილს შეეძლოს ჯანსაღ გარემოში მოღვაწეობა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბერძნულ-რომაული სტილის ქართველმა მოჭიდავემ, ევროპის ორგზის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა რამდენიმე დღის წინ ღია წერილი გაავრცელა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ოლიმპიურ კომიტეტს მისი პრობლემის დაინტერესების თხოვნით მიმართა.