უკვე 58 რეისი გაუქმდა ჰამბურგის აეროპორტის სახმელეთო მომსახურების თანამშრომელთა გაფიცვის გამო.
მანამდე გერმანიის პროფკავშირმა Verdi-მ ჰამბურგის აეროპორტის სახმელეთო მომსახურების თანამშრომლებს 24-საათიანი გაფიცვისკენ მოუწოდა.
„გაფიცვასთან დაკავშირებით დღეს 388 დაგეგმილი რეისიდან უკვე გაუქმებულია 58 რეისი. შემდეგში რეისების გადადება ან გაუქმება გამორიცხული არ არის“, - წერს აეროპორტის ხელმძღვანელობა Twitter-ში.
პროფკავშირი აეროპორტის სახმელეთო სამსახურის ათასი თანამშრომლისთვის ყოველთვიური ანაზღაურების 275 ევროთი გაზრდას ითხოვს.
15 იანვარს გერმანიის რვა უმსხვილეს აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც გაიფიცნენ, რომლებიც ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ. იანვრის ბოლოს Verdi-სა და საავიაციო უსაფრთხოების ასოციაციას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურის 23 ათასი თანამშრომლისთვის ხელფასების გაზრდას ითვალისწინებდა.