1 თებერვალს ღამის საათებში ქ. კასპის წყალმომარეგების სათავე ნაგებობის მიმდებარე ფერდობზე ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გააქტიურებას. ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ტერიტორიიდან დროებით რამდენიმე ოჯახი იქნა გაყვანილი,
დღეს დილიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი ქ.კასპში იმყოფებიან სიტუაციის შესწავლის მიზნით.
სპეციალისტების შეფასებით ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა თიხოვან გრუნტში წყლების ჩაჟონვის შედეგად. გეოლოგებმა ადგილზე შეაფასეს მდგომარეობა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, ოჯახები რომლებიც, გვიან ღამით უსაფრთხოების მიზნით იქნა გაყვანილი დააბრუნეს საკუთარ სახლებში, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე საფრთხე მოხსნილია.
გეოლოგების რეკომენდაციით საჭიროა მთელი რიგი სამუშაოების ჩატარება, კერძოდ საჭიროა ფერდობებიდან მიწის გატანა, საყრდენი კედლის მოწყობა, მილსადენების მოწესრიგება და ა.შ .
აღნიშნული რეკომენდაციები ადგილზევე გააცნეს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს.