ბრაზილიაში კაშხლის დანგრევის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა, დაკარგულად 259 ადამიანია მიჩნეული. კატასტროფა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მინას-ჟერაისის შტატში, პარასკევს, 25 იანვარს მოხდა.
ბრაზილიური მედიის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გადაბრუნებული ავტობუსი იპოვეს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა კაშხლის გარღვევის მიზეზი, რომელიც ბრაზილიაში უდიდეს რკინის მომპოვებელ კომპანიას Vale-ს ეკუთვნის. წყლის მძლავრი ნაკადი კომპანია Vale-ის ადმინისტრაციულ შენობასა და საცხოვრებელ სახლებში შევარდა.
შემთხვევის ადგილზე ინტენსიური სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს, რომელშიც სამაშველო და სახანძრო სამსახურების გარდა, სამხედროებიც იღებენ მონაწილეობას. სამაშველო სამუშაოები შესაძლოა, რამდენიმე კვირას გაგრძელდეს.
29 იანვარს სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს, მათგან 3 ამ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია. მიმდინარეობს ცხედრების ამოცნობა