საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს დაგროვებითი პენსიიდან 39 847, 55 ევრო მიიღო, - აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი.
საზოგადოება პრეზიდენტის ფრანგული პენსიის ოდენობის შესახებ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ხელფასზე უარი თქვა. პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის თავის ხელფასს ყოველთვიურად სპეციალურად შექმნილ ფონდში გადარიცხავს თავად კი საფრანგეთის დაგროვებით პენსიას იღებს, რომელიც ყოფნის.
„ვაპირებ, ჩემი ყოველთვიური ხელფასი გადავრიცხო ამ ფონდში, რადგანაც მე უკვე ვიღებ საფრანგეთის დაგროვებით პენსიას, რომელიც სავსებით მყოფნის. ასე რომ, შემიძლია ჩემი როგორც პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საჭიროებებს, რასაც ჩავთლით მნიშვნელოვნად ქველმოქმედებისთვის. ფონდი იქნება სრულად გამჭივრვალე, რათა ერთად გადავწყვიტოთ რა არის მნივშნელოვანი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 13 ათასი ლარია.
საქართველოს პრეზიდენტი უძრავი ქონების სახით ფლობს საცხოვრებელ სახლს თბილისში, კუფტინის ქუჩაზე და მიწის ნაკვეთს, რომელზეც აღნიშნული სახლია განთავსებული. ასევე ბინას პარიზში.
დეკლარაციის შევსების მომენტში, სალომე ზურაბიშვილი საბანკო ანგარიშებზე ფლობდა შემდეგი ოდენობის თანხებს:
- საქართველოს ბანკი (ანაბარი) – 35 594 დოლარი
- საქართველოს ბანკი (მიმდინარე სახელფასო) – 9016,46 ლარი
- Societe Gerenale Paris (მიმდინარე) – 71 072,94 ევრო
- საქართველოს ბანკი (მიმდინარე) – 2811 ევრო
- Societe Gerenale Paris (მიმდინარე) – 8 3964, 64 ევრო