"2% არ არის ისეთი ხარჯი, რომ ბიზნესმა ვერ გაუძლოს", - ასე პასუხობს „ვისოლი ჯგუფის“ პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისი თქმით, 2%-იანი საპენსიო შენატანი არ არის ის ხარჯი, რის გამოც შესაძლოა დამსაქმებელმა თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვოს.
„გასული წლის ბოლოს ძალიან ეფექტური კომუნიკაცია იყო ბიზნესთან. მე არ მგონია, ეს ბიზნესს ისეთ ხარჯად დააწვეს, რომელსაც ის ვერ გაუძლებს. 2% არ არის ის თანხა, რის გამოც ადამიანი შეიძლება რომელიმემ დაითხოვოს სამსახურიდან. თითოეული ბიზნესმენი უნდა ვათვითცნობიერებდეთ, რას მოიტანს ეს რეფორმა გრძელვადიან პერიოდში. თითოეულ ჩვენგანსაც ექნება საპენსიო ასაკი და ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რადგან მნიშვნელოვანი ფაქტორია“,- აცხადებს სოსო ფხაკაძე.