საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის საქართველოს გამარჯვება. სამართლიანობისთვის ბრძოლა ყოველთვის მოიტანს შედეგს”, - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის სახელმწიფოს ეთნიკური ქართველების დეპორტაციის საქმეზე 1 500 ქართველისთვის კომპენსაციის სახით 10 000 000 ევროს გადახდა დააკისრა.