ვაშინგტონის სასამართლომ 302 მლნ დოლარი დააკისრა სირიის მთავრობას სირიაში მოკლული ჟურნალისტის, მარი კოლვინის ოჯახის სასარგებლოდ.
The Sunday Times-ის ჟურნალისტი მარი კოლვინი და ფრანგი ფოტოგრაფი რემი ოჩლიკი 2012 წლის 22 თებერვალს დაიღუპნენ სირიაში, ქალაქ ჰომსში განთავსებული მედიაცენტრის მიმართ მიზანმიმართული სამხედრო იერიშის შედეგად.
მარი კოლვინის ოჯახის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მედიაცენტრზე სამხედრო იერიში მიზანმიმართულად განხორციელდა, რაც დადასტურდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.
ცნობილმა სამხედრო რეპორტიორმა, მარი კოლვინმა შრი-ლანკის სამოქალაქო ომის გაშუქებისას ერთი თვალი დაკარგა.