რუსეთის მოსახლების 45 % თვლით, რომ კურსი რომელიც აღებული აქვს რუსეთის ხელისუფლებას მისთვის მიუღებელია. 42 % პროცენტი კი თვლის, რომ ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი მისაღებია. ეს მონაცემები „ლევადა-ცენტრის“ მიერ რუსეთში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეყრდნობა.
საგულისხმოა, რომ 2006 წლის შემდეგ, ადამიანთა რაოდენობა რომლებიც მხარს არ უჭერდა ქვეყნის მიერ არჩეულ კურსს, მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასულ წელს მხოლოდ 28 % არ უჭერდა მხარს რუსეთის მიერ არჩეულ კურსს.
კითხვაზე „უჭერთ თუ არა პუტინის საქმიანობას პრეზიდენტის პოსტზე“, 34 %-მა უპასუხა რომ არ უჭერს, 64 % პასუხობს, რომ მხარს უჭერს პუტინის საქმიანობას. გასულ წელს 80 % უჭერდა მხარს პუტინის საპრეზიდენტო მოღვაწეობას.
კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც უკმაყოფილოა მთავრობის ან პრეზიდენტის საქმიანობით უკმაყოფილოა, ბოლო წლების განმავლობაში, პირველად გაიზარდა.