ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელი საქართველოში ლორა თორნტონის განმარტებით, NDI-ის კვლევით პოლიციაში კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
,,ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელიც ეხებოდა კორუფციის მაჩვენებელს სამინისტროებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებიდან პოლიციაში კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მოსახლეობის აზრით, კორუფციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამინისტროებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ვლინდება,’’- განაცხადა ლორა თორნტონმა.