„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპოდენტების 53 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი პოლიტიკური სისტემა არის დასავლური სტილის დემოკრატიული რესპუბლიკა.
შეკითხვაზე - „თქვენი აზრით, რომელი პოლიტიკური სისტემა არის ყველაზე შესაფერისი საქართველოსთვის“ პასუხები ასე გადანაწილდა:
- დასავლური სტილის დემოკრატიული რესპუბლიკა - 53 %;
- სისტემა, რომელსაც ბევრი საერთო აქვს საბჭოთა სისტემასთან, მაგრამ უფრო დემოკრატიული და ბაზარზე ორიენტირებულია - 11 %;
- ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემა - 10%; ძლიერი ავტორიტარული სისტემა, რომელიც წესრიგს თავისუფლებაზე მაღლა აყენებს - 10%;
- მონარქია ან ავტოკრატია, სადაც მმართველობა თაობიდან თაობას გადაეცემა - 2;
- სხვა - 1;
- არ ვიცი - 14
იმ ადამიანებს შორის(53%), რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს ყველაზე მეტად დასავლური სტილის დემოკრატიული რესპუბლიკა შეეფერება, 54 პროცენტი - 18-34 წლამდე, 58% - 35-54; 46 პროცენტი კი 55 წლის და მეტი ასაკის რეპოდენტები არიან.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. საველე სამუშაოები 2018 წლის 6-20 დეკემბერს, CRRC-მ ჩაატარა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.1%-ია.