„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 23% ხმას არასდროს მისცემდა „ენმ“-ს, ხოლო 11% - „ქართულ ოცნებას“.
გამოკითხულთა 16 პროცენტისთვის არ არსებობს ასეთი პარტია, რომელსაც ხმას არასდროს მისცემდა, ხოლო 24 %-ს ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.
ამასთან, გამოკითხულთა 7 % არასდროს მისცემს ხმას „პატრიოტთა ალიანსს, ხოლო 3 % „გირჩს“.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. საველე სამუშაოები 2018 წლის 6-20 დეკემბერს, CRRC-მ ჩაატარა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.1%-ია.