ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა შეთანხმების გარეშე ბრექსიტს მხარი არ დაუჭირეს. თემთა პალატაში დეპუტატებმა რიგ საკითხებზე თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს. ისინი მოცემული ფორმით ევროკავშირთან შეთანხმებას მხარს არ უჭერენ და გარიგების გარეშე ევროკავშირის დატოვების წინაარმდეგნი არიან და არსებულ შეთანხმებაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვრის საკითხის შეცვლა სურთ.
პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ბრექსიტის შეთანხმების ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომლის თანახამად, ქვეყანა ევროკავშირს ბრიუსელთან გარიგების შედეგად დატოვებს.
ცვლილებებს მხარი 318-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 310-მა წინააღმდეგ.
ცვლილებები პარლამენტში კონსერვატორმა კეროლაინ სპელმანმა და ლეიბორისტმა ჯეკ დრომმა წარადგინეს.