შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და საბერძნეთის ელჩები საქართველოში.
შეხვედრაზე გიორგი გახარიამ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სამართალდაცვით სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობისა და დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ელჩების მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს პოლიციის ატაშეების ეფექტიან მუშაობას და ასევე გამოითქვა მზადყოფნა, რომ უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით, თანამშრომლობა ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კიდევ უფრო აღრმავდეს.