როდესაც გარკვეულმა ჯგუფმა, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, მოინდომა რაღაც წამებულის მანტიის მოსხმა - ასე ეხმიანება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, დიმიტრი გვრიტიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას, მხრიდან მოსამართლეების მიმართ გამოთქმულ ღია კრიტიკას გადაცემა “არჩევანში“.
გვრიტიშვილი ბესელიას და მის თანამოაზრეს, დავით ჭიჭინაძეს, მოსამართლეების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებს.
მისთვის მიუღებელია განცხადებები, რომ თითქოს, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება მოსამართლეების ინტერესებში შედიოდა და ეს პარლამენტში გაგზავნილი 10-კაციანი სიის ჩაგდების გამო შურისძიება იყო.
„ეს არის სამარცხვინო პოზიცია ორივე მათგანის მხრიდან. დღეს ჭიჭინაძემ, ფაქტობრივად, დაადასტურა, გამოიშვირა ხელი სასამართლოსკენ და ამბობს, რომ, თურმე, ეს არის შურისძიება მოსამართლეთა მხრიდან. ძველი რომაელები ამბობდნენ, რომ როდესაც გსურს, გაერკვე მოვლენათა თანმიმდევრობაში, უნდა დასვა შეკითხვა, დამდგარი შედეგი ვისთვის არის ხელსაყრელი. ეს ფაქტი, თვითონ ამ ჩანაწერების გავრცელების, რაღაც საეჭვოდ დაემთხვა ბოლო პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც გარკვეულმა ჯგუფმა, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, მოინდომა რაღაც წამებულის მანტიის მოსხმა, თავისი ნიშნის დამკვიდრება პოლიტიკაში და ეს რატომღაც დაუკავშირდა მოსამართლეების თემას. არადა, იყო ინფორმაციები, რომ ქალბატონი ეკა ბესელია უნდა გადამდგარიყო მანამდეც“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.
28 იანვარს, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ინტერნეტში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები გავრცელდა. ვიდეო, სავარაუდოდ, whatsapp-ით გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს ათკაციანი სიის გამო დაიწყო. ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დათოვა და განაცხადა, რომ თანამდებობა სიის გამო დატოვა.