საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თრუსოს ხეობაშიLდასახლების გაშენება იგეგმება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყაზბეგის რაიონში, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სოფელში, სნოში სტუმრობისას განაცხადა.
"თრუსოს ხეობაში ვაპირებთ პატარა დასახლების გაშენებას, ასევე ახალგაზრდული ბანაკების შექმნას, რათა ყაზბეგში არც ერთი ადგილი მიტოვებული არ იყოს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი შეფასებით, ლარსის გახსნა ნიშნავს იმას, რომ სტეფანწმინდა ცოტა უფრო გაცოცხლდა.
დღესვე პატრიარქმა პრეზიდენტი სააკაშვილი ვახტან გორგასლის სახელობის ტაძარში დალოცა.