2018 წელს საავტომობილო ზეთების ყველაზე მხვილი მომწოდებელი ირანია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,8 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (18,3 ათასი ტონა) შედარებით.
ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 3,9 ათასი ტონა, შემდეგ მოდიან: თურქეთი - 3,45 ათასი ტონა, რუსეთი - 3,4 ათასი ტონა, გერმანია - 1, 8 ათასი ტონა, უკრაინა - 1, 0 ათასი ტონა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ქვეყნების მიხედვით ზეთების ყველაზე დიდი მომწოდებლები იყვნენ: რუსეთი - 3,9 ათასი ტონა, თურქეთი - 3,0 ათასი ტონა, ირანი - 2,5 ათასი ტონა, გერმანია - 2.0 ათასი ტონა.
შესაბამისად ირანი, რომელიც არ ითვლება ზეთების ტრადიციულ მწარმოებელ ქვეყნად, ჩვენთვის მთავარ მომწოდებლად იქცა და მან იმპორტის მხრივ გაუსწრო ზეთის მწარმოებელ ისეთ ტრადიციულ ქვეყნებს, როგორებიცაა გერმანია და თურქეთი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ირანული ზეთი არის დაბალი ფასის თავის ხარისხიდან გამომდინარე და სწორედ ეს იყო განმსაზღვრელი იმისა, რომ ირანულ ზეთებზე მოხმარება გაიზარდა.