ესპანელმა მაშვლებმა ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ბიჭის ცხედარს მიაგნეს. მაშველებმა ძებნის ოპერაციის ფარგლებში ვერტიკალური გვირაბის გაიყვანეს, რათა ბიჭის ცხედარს მიახლოვებოდნენ
მალაგას პროვინციის ტოტალანის მუნიციპალიტეტში პატარა ხულენი ვიწრო, ტექნიკურ ჭაში 13 იანვარს ჩავარდა. ამ მომენტიდან მის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია დაიწყო.
მაშვლებმა ჭის ძალიან პატარა დიამეტრის გამო, რომელიც მხოლოდ 25 სმ-ს შეადგენს, ჭაში ჩასვლა ვერ შეძლეს. გვირაბის სიღრმე 100 მეტრია. წარუმატებლი აღმოჩნდა ვიდეოკამერით ბიჭის პოვნის მცდელობაც, რადგან რობოტი მხოლოდ 70 მეტრის სიღრმეში ჩავიდა და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ასევე უშედეგო აღმოჩნდა 80-მეტრიანი ჰორიზონტალური გვირაბის გათხრის მცდელობაც. რის შემდეგაც მაშველებმა ვერტიკალური გვირაბის გათხრის გადაწყვეტილება მიიღეს.
გვირაბის გათხრა 19 იანვარს დაიწყო და 55 საათის შემდეგ დასრულდა. სამაშველო ოპერაციის კოორდინატორის ანხელ გარსია ვიდალის თქმით, სავარაუდოდ, დღეს დაიწყება ჰორიზონტალური გვირაბის გათხრაც, რომელსაც დაახლოებთ 24 საათი დასჭირდება.
იმას, რომ ბავშვი ნადვილად ჭაში ჩავარდა, ადასტურებს ჭის გვედრით ნაპოვნი ტკბილეული და ჭიქა, რამდენიმე დღის შემდეგ კი სამაშველო სამუშაოების დროს ჭის კედელზე აღმოჩნდა თმა, დნმ-ს ანალიზმა კი დაადასტურა, რომ ის ნამდვილად ხულენს ეკუთვნის.