თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის ბრალდებული ჯ.ე. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჯ.ე.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 7 აბი, საიდანაც 2018 წლის 31 მარტიდან 2018 წლის 28 აპრილის ჩათვლით, ქ.თბილისში, ღამის კლუბ „ბასსიანში“ 2 აბი 240 ლარის საფასურად, 3 აბი 360 ლარის საფასურად და 2 აბი 240 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე.
სამართალდამცველებმა ჯ.ე. 2018 წლის 12 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სამ ეპიზოდში (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ე. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.