საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟიში "თანამემამულეთა მსოფლიო კრებას" აანონსებს. მისი თქმით, შეხვედრა კონგრესების სასახლის მთავარ დარბაზში, 17:00-ზე დაიწყება და მას "ათასობით ქართველი" დაესწრება.
"როგორც იცით, 10 თებერვალს ლიეჟი შედგება თანამემამულეთა მსოფლიო კრება. ჩვენმა ქართველებმა მთელ მსოფლიოში ჩადეს ფული, ენერგია ამ კრების ერთად შედგენაში და ჩატარებაში. იმის ფონზე, რაც მოხდა ვენესუელაში, რაც მოხდა სომხეთში, მოპარული არჩევნების შემდეგ, ქართველი ხალხი, მსოფლიოში მიმობნეული, რომელიც ინახავს თავისი შრომით საქართველოს, არ შეარჩენს ივანიშვილს არ შეარჩენს ივანიშვილს ჩვენი სამშობლოს მიტაცებას. ეს იქნება შეკრება, სადაც გამოჩნდება ძალიან ბევრი ახალი სახელი, ახალი იდეა. დაისახება კონკრეტული გაწერილი გეგმა, საათების მიხედვით საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის. რა თქმა უნდა, შეიძლება ყველანი ცალ-ცალკე ძალიან მაგრად მოვეწყოთ, მაგრამ საქართველოს ვერ მოიკიდებ და თან ვერ წაიყვან. იმისათის, რომ საქართველოს დადგეს ფეხზე, ახლა საჭიროა მოქმედება. ლაპარაკის დრო დასრულდა. ამიტომ ჩვენ ვიკრიბებთ ლიეჟიში 10 თებერვალს 5 საათზე და ამას მოჰყვება კონკრეტული გაგრძელება“, -ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.