ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა სლოვაკეთში ITF SLOVAKIATOUR 2019-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. ე.წ. დელეგაციას ე.წ.სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი თამილა მერცხულავა ხელმძღვანელობს. გამოფენა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში 24 იანვარს გაიხსნა.
„ჯი-ეიჩ-ენი“ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს დიპლომატიურ მისიას სლოვაკეთში ჰქონდა კომუნიკაცია სლოვაკურ მხარესთან, რა დროსაც სლოვაკეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
„სლოვაკეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ სლოვაკეთის მთავრობას ამ გამოფენის ორგანიზებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და გამოფენა ორგანზიებულია კერძო კომპანიის მიერ, რომლის მფლობელიც არის ეროვნებით რუსი. სლოვაკურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გამოფენას არ დაესწრებიან სლოვაკეთის იფიციალური პირები”, - განუცხადეს „ჯი-ეიჩ-ენს“ საქართველოს საგარეო უწყებაში.