ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ საქართველოს მოქალაქე გია ფარულავა დააკავეს, რომელიც 1962 წელს არის დაბადებული და ტყვარჩელის რაიონის სოფელ წარჩეს მცხოვრებია.
ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, შენობიდან, რომელიც ფარულავას ეკუთვნოდა, ამოღებულია საბრძოლო მასალა. სოხუმის ე.წ. სასამართლომ ფარულავას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა და საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანა.