ახლადჩამოყალიბებული "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია" უახლოეს ხანებში მრავალი ახალი ინიციატივით გამოვა. როგორც საგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა კოხრეიძემ განაცხადა, ინივიატივები მრავალი სახის იქნება მათ შორის საკანონმდებლოც.
"ინიციატივებს ძალიან ბევრი ფორმა ექნება და მათ შორის იქნება საკანონმდებლო ინიციატივებიც, რომელიც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. რაც გულისხმობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, განათლების დონის ამაღლებას, ექსპორტის წახალისებას და ამ პრობლემებზე საზოგადოებრივი დიალოგის დაწყებას"- განაცხადა კახა კოხრეიძემ.
"საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" პირველი ვიცე-პრეზიდენტის კახა კოხრეიძე ფიქრობს, რომ ასოციაციის მუშაობა წარმატებული იქნება და ის ბიზნესის განვითარებისათვის მრავალ სასიკეთო საქმეს გაკეთებს.
"საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია" საკმაოდ ქმედითუნარიანი იქნება, რაზეც ის კომპოზიციაც მოწმობს ვინც ასოციაციის დამფუძნებლები არიან. ყველა საკითხს კვალიფიციურად მივუდგებით. სწორად უნდა გაგვიგოს როგორც ბიზნესმა ასევე მთავრობამ. კომპანიებს არ უნდა ქოდეთ იმის ილუზია, რომ ასოციაცია იქნება რაღაც ირაციონალური წინადადებების ლობისტი. ჩვენ ვართ პლათფორმა, სადაც ყველა არსებული პრობლემების თავმოყრა მოხდება.
მთავრობასაც უნდა ქოდეს იმის განცდა, რომ ჩვენ კერძო საკუთრების დამცველები ვიქნებით და შევასრუებთ იმ რგოლის ფუნქციას რომლმაც უნდა შექმნას მთლიანი ჯაჭვი", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კოხრეიძემ.
"საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში" წლის ბოლომდე 100 წევრის გაერთიანებას ელოდებიან, რომელებთანაც ასოციაციას მოლაპარაკებები უკვე აქვს.
"საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში" წევრობის საფასური დივერსიფიცირებულია და ის საშუალო ბიზნესისათვის წელიწადში ათას ლარს შეადგენს, ხოლო მცირე ბიზნესისათვის ეს თანხა 200 ლარიდან 250 ლარამდეა.
ასოციაცია, რომელიც მსხვილი ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელთა ინიციატივით შექმნა, მიზანად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების დაცვასა და ლობირებას. ასევე, ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული პირობების შექმნის ხელშეწყობას და მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის მხრიდან აქტიური კომუნიკაციის დამყარებას სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და უშუალოდ საზოგადოებასთან. ასოციაციის დამფუძნებლები არიან "ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში" (AmCham), ხელმძღვანელი დევიდ ლი; "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" (BAG), ხელმძღვანელი გიორგი ჭირაქაძე; "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" (EUGBC), ხელმძღვანელი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი; "საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი" (ICC), ხელმძღვანელი ფადი ასლი და "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე.