ძალიან კარგი ეტაპი იწყება. ამის ავტორი გახლდათ თავად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წავიდა არა დანგრევისკენ, არა მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
„ძალიან ჯანსაღი და მგონია, რომ ძალიან კარგი ეტაპი იწყება ქართულ ოცნებაში, შიგნით. დღევანდელი დღე იყო ამის საუკეთესო მაგალითი. ამის ავტორი გახლდათ თავად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წავიდა არა დანგრევისკენ, არა მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ გუნდის შიგნით და ყველა აზრი, განსაკუთრებით კრიტიკული აზრი, ყველა იქნა მოსმენილი, აწონილი. ერთი რამ არის უდავო - ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ ერთ პოზიციას. გუნდის დაშლის ან რაღაცა გარიცხვა-გამორიცხვის ნიშანწყალი დღეს აღარ იყო“, - განაცხადა ქანთარიამ.
დღეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. სხდომა 5 საათს გაგრძელდა. დეპუტატების თქმით, განსახილველ საკითხთა მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხვალაც შეიკრიბებიან და მსჯელობა გაგრძელდება.