კარგი შეხვედრა იყო, თავად პარტიის ლიდერს აქვს სწორი პოზიცია, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შედმეგ.
მინდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გითხრათ, რომ მას ჰქონდა დღეს სწორედ ლიდერის და მედიატორის ის როლი და ფუნქცია, რომლითაც მან შეძლო, რომ ეს სხდომა წაეყვანა მაქსიმალურად კონსტრუქციულად, კოლეგიალურად, კულტურულად და ეთიკურად, ამიტომ მე ვამბობ, რომ მისი როლი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
შემიძლია გითხრათ რამდენიმე პრინციპული საკითხი, რომლებზე გვაქვს შეთანხმება, რომ შეგვიძლია ამ შეხვედრების დასრულებამდე წინმსწრებად ვისაუბროთ. კარგი შეხვედრა იყო, თავად პარტიის ლიდერს აქვს სწორი პოზიცია, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორი პოზიცია პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ის რომ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რაღაცებში დავეთანხმებით, რაღაცები შეიძლება განსხვავებულად დავინახოთ, მაგრამ თქვა, რომ გავაგრძელოთ იქამდე, ვიდრე საბოლოოდ არ შევთანხმდებით.
დღეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. სხდომა 5 საათს გაგრძელდა. დეპუტატების თქმით, განსახილველ საკითხთა მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხვალაც შეიკრიბებიან და მსჯელობა გაგრძელდება.