„ნებისმიერი თემა, სადაც ჯგუფი ვერ შეთანხმდება, შეიძლება ჯგუფი გაიყოს,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
„უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით, არ მითქვამს კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერი თემა, სადაც ჯგუფი ვერ შეთანხმდება, ეს ადამიანურ ურთიერთობებს არ ეხება, შეიძლება ჯგუფი გაიყოს და რამე ჯგუფი გამოეყოს დიდ ჯგუფს, ან პირიქით, დიდი ჯგუფი გამოეყოს მცირეს, მაგრამ ამბოხებული სიტყვა, ვინც მოიტანა, მე იმას შენიშვნა უნდა მივცე, ალბათ, თუნდაც, ამ კომენტარებში. ეს ასე არ არის, განსხვავებული აზრები არსებობს, ჩვენი მიზანია, იგივე, ბიძინა ივანიშვილის მიზანია, რომ ეს აზრები მაქსიმალურად დაახლოვდეს,“ - ამბობს გიორგი ვოლსკი.
დღეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. სხდომა 5 საათს გაგრძელდა. დეპუტატების თქმით, განსახილველ საკითხთა მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხვალაც შეიკრიბებიან და მსჯელობა გაგრძელდება.