ერთმნიშვნელოვნად, ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი, - ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტს.
როგორც მთავრობის მეთაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, კიდევ ერთხელ აღინიშნა და ხაზი გაესვა, რომ საქართველო არის როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს ერთგული პარტნიორი.
„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს მხრიდან. ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, რომ მოვახდინოთ ჩვენი წარმატების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა. 2018 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული წელი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული. მე განსაკუთრებით მიხარია ის, რომ ქალბატონ სალომეს, როგორც პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება, თავისი წვლილი შეიტანოს ამ ისტორიულ პროცესში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.