ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროკავშირმა აღიარა იმ პროექტების სტრატეგიული მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს ინფრასტრუქტურაში უნდა განხორციელდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ამავე დროს აქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან, რომლებმაც აღნიშნული პროექტები უნდა დააფინანსონ.
„საქართველო არის კარიბჭე რვა ქვეყნისთვის, რომელთაც არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე. მეორეს მხრივ, ამ რეგიონს აქვს უნიკალური ეკონომიკური პოტენციალი და სწორედ საქართველო უნდა გახდეს მათთვის მთავარი კარიბჭე, რომ მათ თავისუფლად ივაჭრონ დანარჩენ სამყაროსთან. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ინფრასტრუქტურის ძალიან სწრაფი განვითარება. მე ვისურვებდი, რომ ტემპები იყოს უფრო სწრაფი, მაგრამ, თუ ავიღებთ უკანასკნელი წლების ციფრებს - პროგრესი არის შთამბეჭდავი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.