საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე გირაოთ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გეგეშიძეს მოსამართლემ 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს ნაწილში სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა მან არ გაიზიარა პროკურატურის მეორე შუამდგომლობა გეგეშიძისთვის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობის შენარჩუნების შესახებ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.