25 იანვარს, 18:00 საათზე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გახსნის საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) წევრ 182 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წელს პროფესიულ დღეს აღნიშნავს სლოგანით: „სწრაფი და მოქნილი საზღვრები შეუფერხებელი ვაჭრობის, მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის."