ჩვენ გვჭირდება სასამართლო, რომლის მიმართაც მომავალი 30 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს ექნება ნდობა, ის სია, რომელიც იყო წარმომადგენელი არის შეურაცხმყოფელი პარლამენტისთვის, - განაცხადა განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიცაიშვილმა უმრავლესობის სხდომის დაწყებემადე.
უმრავლესობის სხდომა, რომელსაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.
“შევეცდებით დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები, რომ სასამართლო არის ამ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეები, სასამართლოს მომავლისთვის. ჩვენ გვჭირდება მოსამართლეები, რომლებიც იქნებიან მაღალი ზნეობის მატარებელი ადამიანები, რომელთა ზნეობრივი კრიტერიუმი და მორალური მხარე იქნება დამაკმაყოფილებელი უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის, რომელსაც ვერ აკმაყოფილებენ ეს ადამიანები, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილები.
ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი, ვინც არ უნდა უჭერდეს მხარს ჩინჩალაძეს, ვინც არ უნდა ფიქრობდეს, რა მოხდა, გავიდნენ მოსამართლეებად, იქნებ შეიცვალნენ და გამოკეთდნენ, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მსჯელობა, ეს არის კონფლიქტი იმ ამომრჩევლის დაკვეთასთან, 2012 წლის პირველი ოქტომბრის დაკვეთასთან, რომლის მემკვიდრეობაც დღევანდელი პარლამენტია. ჩვენ გვჭირდება სასამართლო, რომლის მიმართაც მომავალი 30 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს ექნება ნდობა, ის სია, რომელიც იყო წარმომადგენელი არის შეურაცხმყოფელი პარლამენტისთვის. ჩვენ დავარწმუნებთ ჩვენს კოლეგებს, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება არის ღია კონფლიქტი საზოგადოებასთან”, - თქვა გოგიჩაიშვილმა.