თბილისის საკვანძო ქვესადგურ "გლდანი 220-ს" საშუალო ძაბვის გამანაწილებელ სექციაზე კომპანია `თელასის" მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 13 სექტემბერს გლდანის რაოინის მოსახლეობას 10 საათიდან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეუწყდება გლდანის I, VII და VIII მიკრორაიონების ნაწილს, მოსულიშვილისა და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.