"ურთიერთობა ევროპასა და დიდ ბრიტანეთს შორის იყო ყოველთვის მერყევი", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთსა და გერმანიას შორის ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ურთიერთობა ევროპასა და დიდ ბრიტანეთს შორის იყო ყოველთვის მერყევი. ისინი არ იყვნენ ევროზონაში, არ იყვნენ თავისუფალი მიმოსვლის ზონაში გაერთიანებულები, მონაწილეობას არ იღებდნენ პოლიტიკური საკითხების განხილვების პროცესში, როგორც ამას სხვა დანარჩენი წევრი-ქვეყნები აკეთებდნენ . ისინი ყოველთვის ამბობდნენ, ჩვენ ვართ კუნძული, ჩვენს გვჭირდება მეტი დამოუკიდებლობა. მათთვის ევროპა ყოველთვის იყო თავისუფალი ვაჭრობა და რეალურად არასდროს აფასებდნენ ევროკავშირთან ურთიერთობებს", - განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა ფრანკო-გერმანული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ახალი შეთანხმება გააფორმეს. ახალი შეთანხმება 1963 წლის ელისეს ხელშეკრულებას დაეფუძნება, რომელმაც საფრანგეთისა და გერმანიის ისტორიულ შერიგებაში დიდი წვლილი შეიტანა.
შეთანხმება მოიცავს ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, განათლებას, კულტურას, ტექნოლოგიებს, კლიმატს და სასაზღვრო ზონაში თანამშრომლობის გაძლიერებას.