"ჩვენ ვაღიარებთ, რომ არსებობს ჰუმანიტარული კრიზისი და იმედი გვაქვს, რომ ვითარება უახლოეს მომავალში შეიცვლება," - ეს განცხადება საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას და არ გვაქვს მათთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონებში ჰუმანიტარული კრიზისია და იმედი გვაქვს, რომ ვითარება უახლოეს მომავალში შეიცვლება,”- აცხადებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი.