ოკუპირებულ აფხაზეთში სამი რუსი სამხედრო დაიღუპა.
სამხედრო ავტომობილი, რომელიც წებელდის სამხედრო პოლიგონისკენ საბრძოლო ტექნიკის კოლონასთან ერთად მიემართებოდა, ხევში გადავარდა.
გავრცელებული ცნობით, სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ისინი საავადმყოფშო ვერტმფრენით გადაიყვანეს.
ერთ-ერთი ვერსიით, უბედური შემთხვევა სამხედრო ავტომობილის ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოწვია.