რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობის რეიტინგი მინიმუმამდეა დასული. პარასკევს, 18 იანვარს გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, პუტინს რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 33,4 % ენდობა. კვლევა რუსულმა საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა (ВЦИОМ) ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ იგივე სოციოლოგიური კომპანიის კვლევის მიხედვით, პუტინს 2018 წლის დეკემბრის თვეში 36,7 % ენდობოდა.
გარდა ამისა, სხვა საზოგადოებრივი კვლევის შედეგების (ФОМ) მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (54%) ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.
2006 წლის შემდეგ დღემდე, პუტინის რეიტინგი ასეთ დაბალ ნიშნულზე არ ჩამოსულა.