პრემიერ-მინისტრმა კობი-გუდაურის საბაგირო გზა გახსნა. როგორც მამუკა ბახტაძემ განმარტა, ამ გზას დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავრობის გეგმაშია, რომ გუდაურისა და კობის ტურისტული ინფრასტრუქტურა ერთ მთლიან კლასტერად განვითარდეს.
"ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვან გამოწვევას, როდესაც უამინდობის დროს კობი-გუდაურის საგზაო მაგისტრალი იკეტება", აღნიშნა მამუკა ბახრაძემ. პრემიერის თქმით, დიდთოვლობის დროს კობი-გუდაურის მაგისტრაზე გადაადგილება იყო შეზღუდული და ამიერიდან აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უპრობლემოდ მოხდება და რაც მთავარია დამატებით ტურისტულ ნაკადებს მოიზიდავს.
"დღეიდან თითოეული მოქალაქე შეძლებს, რომ დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს ისარგებლოს აღნიშნული საბაგიროთი და შესაბამისად, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა სისტემურად გადაწყდება 2023 წელს, როდესაც დავასრულებთ ცხრაკილომეტრიანიგვირაბის მშენებლობას, მაგრამ ამ წლების განმავლობაში კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტი დაგვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევასაც", აღნიშნა პრემიერმა.
საბაგორო სულ 7 კმ-იანია.
მამუკა ბახტაძის თქმით, ბოლო პერიოდში გუდაურში ტურისტების რაოდენობა 500%-ით გაიზარდა