აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა მიკრობლოგ "ტვიტერის" საშუალებით განაცხადა, რომ მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერებისა და აშშ-მექსიკის საზღვართან არსებული ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
პრეზიდენტის მიმართვის პირდაპირი ტრანსალაცია "თეთრ სახლში" დღეს, 19 იანვარს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 22 დეკემბრიდან აშშ-ის მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ დახურულია. დონალდ ტრამპი კონგრესისგან ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად დაფინანსებას ითხოვს, დემოკრატები კი პრეზიდენტის ამ მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.