აშშ-ის მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი შეჩერების, ე.წ. "შათდაუნის" გამო, უხელფასოდ დარჩენილ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს იცავენ, ჯორჯ და ლორა ბუშები პიცით გაუმასპინძლდნენ.
აღნიშნული მოქმედების ამსახველი ფოტო ჯორჯ ბუშმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ პატივისცემა გამოხატეს უხელფასოდ დარჩენილი 800 ათასამდე ამერიკელი მოქალაქისადმი და მოუწოდეს დაპირისპირებულ მხარეებს შეთანხმებას დროულად მიაღწიონ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 22 დეკემბრიდან აშშ-ის მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ დახურულია. დონალდ ტრამპი კონგრესისგან ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად დაფინანსებას ითხოვს, დემოკრატები კი პრეზიდენტის ამ მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.