აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო თვლის, რომ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული სანქციები ირანის სანავთობო სექტორის წინააღმდეგ გაგრძელდება მინიმუმ 2020 წლის ბოლომდე. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საინფორმაციო ენერგეტიკული სააგენტოს (EIA) პროგნოზში, რომელიც გათვლილია 2019-2020 წლების პერიოდისთვის.
სააგენტოს აზრით, დროებითი გამონაკლისები ანტიირანული სანავთობო სანქციების ქმედებისგან, შემოღებული აშშ-ის მიერ ზოგიერთი ქვეყნისთვის, არ გაგრძელდება მისი ვადის გასვლის შემდეგ მიმდინარე წლის მაისის თვეში.
"საინფორმაციო ენერგეტიკული სამმართველოს აზრით, აშშ-ის სანქციები ირანის სანავთობო ექსპორტთან მიმართებაში მოქმედებას განაგრძობს ყველაზე ნაკლებ ამ პროგნოზის პერიოდის ბოლომდე", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ უწყების ექსპერტთა შეფასებით, 2018 წლის დეკემბრის თვისთვის ირანში ნავთობის მოპოვება შემცირდა დაახლოებით 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან ირანის ნავთობის ექსპორტი უფრო მეტად შემცირდა, ვინაიდან მისი შიდა მოხმარება გაიზარდა რიგი ელექტროსადგურების ბუნერივი გაზიდან ნავთობზე გადასვლის გამო.