2018 წელს რუსეთმა 0,3 პროცენტით გაზარდა ნავთობის ექსპორტი 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 257,677 მლნ ტონამდე. ნათქვამია ცენტრალური დისპეტჩერიზაციის სამმართველოს მონაცემებში.
2018 წლის დეკემბრის თვეში რუსეთის ფედერაციიდან ნავთობის ექსპორტმა შეადგინა 22,998 მლნ ტონა, რაც 11,3%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
2018 წლის შედეგებით ნავთობის ექსპორტი შორს მდებარე ქვეყნებში გაიზარდა 0,8%-ით 239,643 მლნ ტონამდე, ნოემბერში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 21,448 მლნ ტონა. ნავთობის ექსპორტი ახლო მდებარე ქვეყნებში 2018 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში შემცირდა 0,2%-ით და შეადგინა 18,034 მლნ ტონა. დეკემბერში რუსეთმა განახორციელა 1,55 მლნ ტონა ნავთობის ექსპორტი ახლოს მდებარე ქვეყნებში.
2018 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება გაიზარდა 1,6%-ით 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 555,838 მლ ტონა. დეკემბერში რუსეთში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 48,443 მლნ ტონა.
2018 წელს სანავთობო ნედლეულის პირველადი გადამუშავება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გაიზარდა 1,7%-ით 289,773 მლნ ტონამდე. დეკემბერში პირველადმა გადამუშავებამ შეადგინა 25,361 მლნ ტონა.