ოპეკმა 2018 წლის დეკემბერში ნავთობის მოპოვება 780 ათასი ბარელით დღე-ღამეში შეამცირა ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით 31,578 მილიონ ბარელამდე დღე-ღამეში. ნათქვამია ორგანიზაციის იანვრის თვის მოხსენებაში.
ოპეკმა და ოპეკში არშემავალმა რიგმა ქვეყნებმა (ოპეკი +) დეკემბერში მიიღეს გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების 1,2 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში შემცირებასთან დაკავშირებით 2018 წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით, დაწყებული 2019 წლის იანვრის თვიდან ნახევარი წლის განმავლობაში.
ნავთობის მოპოვების შემცირებული ოდენობიდან 800 ათასი ბარელი მოვა ოპეკის წევრ ქვეყნებზე და 400 ათასი ბარელი - იმ ქვეყნებზე, რომლებიც არ შედიან ორგანიზაციაში.
"ნავთობის მოპოვება ყველაზე მეტად შემცირდა საუდის არაბეთში, ლიბიაში, ირანში, იმ დროს როცა მოპოვება გაიზარდა ერაყში", - ნათქვამია მოხსენებაში.
კერძოდ, 2018 წლის დეკემბრის თვეში ნავთობის მოპოვება საუდის არაბეთში ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 84 ათასი ბარელით/დღე-ღამეში 10,553 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, ირანში - 561 ათასი ბარელით/დღე-ღამეში 2,769 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, ლიბიაში - 190 ათასი ბარელით/დღე-ღამეში 928 ათას ბარელამდე/დღე-ღამეში.