გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო, ტუნისი, მაროკო და ალჟირი უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადა, რაც ფაქტობრივად გულისხმობს ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმას.
„მწვანეები“, რომლებიც ბუნდესრატში არიან წარმოდგენილნი, აცხადებენ, რომ ყველა ღონეს იხმარენ აღნიშნული კანონის დაბლოკისთვის. „მწვანეების“ თქმით, აღნიშნული კანონი მეტად გაართულებს თავშესაფრის მაძიებელი მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემის პროცედურებს.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ზეეჰოფერი, რომელმაც წარადგინა ბუნდესტაგში კანონპროექტი, ამბობს, რომ ამ კანონის მიღება, რაც რიგი ქვეყნების უსაფრთხოდ გამოცხადებას ემსახურება, არ გამოიწვევს არანაირ გართულებას.
აღსანიშნავია, რომ ბუნდესტაგის ეს გადწყვეტილება საბოლოო არ არის და მას საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ, ბუნდესრატმა უნდა უყაროს კენჭი.