გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ანეგრეტ კრამპ-კარებაუერი ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენას სთხოვს. კარენბაუერი ამბობს, რომ მას არასდროს დაავიწყდება რომ ბრიტანეთმა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მიიღო როგორც სუვერენული სახელმწიფო.
ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი შეუერთდა სხვა გერმანელ პოლიტიკოსებს, არტისტებს და ცნობილ ადამიანებს, რომლებიც ბრიტანეთს სთხოვენ დარჩნენ ევროკავშირში.
„თქვენი დიდებული ერის გარეშე, კონტინენტი არ იქნებოდა ისეთი როგორიც ის დღეს არის. მეორე მსოფლიო ომის საშინელებების შემდეგ, ბრიტანეთს არ მივუტოვებივართ და გერმანია მიიღო, როგორც სუვერენული ერი და ევროპული ძალა.
ჩვენ მოგვენატრება ლეგენდარული ბრიტანული შავი იუმორი და სამსახურის შემდეგ პაბში ლუდის დალევა. ჩვენ მოგვენატრება ბრიტანული რძიანი ჩაი, მარცხენასაჭიანი მანქანები და შობას პანტომიმის ცქერა. მაგრამ ყველაზე უფრო მეტად, ჩვენ მოგვენატრება ბრიტანელი ხალხი, ჩვენი მეგობრები ლა მანშის სრუტის მიღმა“, - ნათქვამია ერთობლივ წერილში, რომელიც Times-ში გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, ბრექსიტის დოკუმენტის შესახებ კენჭისყრა ბრიტანეთის პარლამენტში 15 იანვარს გაიმართა. 432-მა დეპუტატმა ხმა დოკუმენტის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 202-მა კი მხარი დაუჭირა მთავრობის გეგმას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.