2019 წელს უკრაინაში, კერძოდ კი დნეპროპეტროვსკის ოლქში ახალი აეროპორტის მშენებლობა იწყება.
აღნიშნულის შესახებ განცხადება ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვოლოდიმირ ომელიანმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა.
„ჩვენ, მთავრობის ინიციატივით, წელს დნეპროპეტროვსკის ოლქში აეროპორტის მშენებლობას ვიწყებთ. ეს იქნება პირველი აეროპორტი, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აშენდება.
ჩვენ გვინდა, რომ ეს აეროპორტი დნეპრისა და ზაპოროჟიეს შორის იყოს.
ამ ქალაქებს შორის დაშორება 80 კმ-ია“, განაცხადა ომელიანმა.
მინისტრმა განმარტა, რომ აეროპორტის მშენებლობა სავარაუდოდ 2 წელს გასტანს.