გორის რაიონის სოფელ ძევერასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევას მძღოლისა და მისი ორსული ცოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.