ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის წინ ორი მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.
ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა ავტომანქანებთან უცნობი პირი დააფიქსირეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.