შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ღია აგრესია მოსალოდნელი არ არის. როგორც მერაბიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბოევიკებისათვის საწვრთნელი ბაზებია შექმნილი სიმართლეს არ შეესაბამება.
"ბანაკებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია. როგორც იცით, რუსეთი ბოლო დროს საქართველოს დისკრიმინაციის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს და ცდილობს პროვოკაციების მოწყობას. საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი ინფორმციული ბრძოლა კვლავ გრძელდება, რათა ცივილიზებულ ქვეყნებში ცივილიზებული სამყარს წინაშე საქართველოს მშვიდობიანი ქვეყნის იმიჯი შეულახოს, თუმცა საბედნიეროდ რუსეთს დასავლეთი ნაკლებად უჯერებს და ეს ქვეყანაში შემოსულ ტურისტების გაზრდილ რაოდენობაზეც აისახება", - განაცხადა შს მინისტრმა.
მისივე თქმით, მიუხედავად ე.წ. ექსტრასენსებისა და არასერიოზული ადამიანების წინასწარმეტყველებისა, ქართული მხარე რუსეთისგან ღია აგრესისი დაწყებას გამორიცხავს.