სოფელ ლამისყანაში რუს ოკუპანტებს ე.წ. საზღვარი არ გადმოუწევიათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განუცხადა.
"ლამისყანაში ისევ ის ვითარებაა, რაც იყო 4 ან 8 თვის წინ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით გავრცელბეული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ რომ გითხრათ რომ იქ ყველაფერი კარგადაა და იქ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები დგანან, ვიცი რომ არ დამიჯერებთ. ერთადერთი ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საოკუპაცია ზოლზე დგანან რუსი მშიერი და აგრესიული ჯარისკაცები, ხოლო ჩვენს მხარეს ქარველი ოფიცრები და პოლიციელები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავენ", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ რომ ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია თითქოს სოფელ ლამისყანასთან რუსმა ოკუპანტებმა ადმინსიტრაიცული საზღვარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ ორი კილომეტრით გადმოსწიეს.